Accessibility links

სირიაში არაბული ლიგის დელეგაცია ჩადის


არაბული ლიგის ოფიციალური წარმომადგენლები სირიაში ჩადიან, რათა მეთვალყურეობა გაუწიო ლიგის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას. დელეგაცია ჩადის სირიაში ერთი დღის შემდეგ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის თანახმად, სამშაბათი ყველაზე სისხლიანი დღე იყო სირიაში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მარტში გამოსვლების დაწყების შემდეგ. სირიაში უფლებლების მეთვალყურე ჯგუფის თანახმად, სირიის უშიშროების ძალებმა 111 სამოქალაქო პირი, მათ შორის, აქტივისტები დახოცეს. საფრანგეთმა ფაქტს “უპრეცედენტო ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა. აშშ-ის თქმით, სირიის ხელისუფლებამ „აშკარად დაარღვია პირობა, რომ შეწყვეტდა ძალადობას“.
XS
SM
MD
LG