Accessibility links

ნატო: 24 პაკისტანელი სამხედროს დახოცვაში ორივე მხარეა დამნაშავე


ნატოს გამოძიების დასკვნით, საავიაციო თავდასხმის ინციდენტში, რომლის დროსაც 24 პაკისტანელი სამხედრო დაიხოცა, ორივე მხარე, ნატო და პაკისტანის არმიაა დამნაშავე, შეცდომა ორივე მხარემ დაუშვა. 26 ნოემბრის ამ ინციდენტს მოჰყვა პაკისტანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის გამწვავება. პაკისტანმა გზა გადაუკეტა ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ჯარის მომარაგების ტრანსპორტს. ნატოს თანახმად, ალიანსმა და ავღანეთის ჯარმა კანონიერი პასუხი გასცა დაუდგენელი ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს. საპასუხო ცეცხლი არ იყო განზრახ პაკისტანის სამხედროთა წინააღმდეგ მიმართული. მისი თქმით, ორივე მხარემ დაუშვა არაერთი შეცდომა ამ ინციდენტის დროს.
XS
SM
MD
LG