Accessibility links

logo-print

ტიმოშენკო სააპელაციო პროცესს ბოიკოტს უცხადებს


უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, საპატიმროში მყოფმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ის ბოიკოტს უცხადებს „სამარცხვინო“ სააპელაციო პროცესს, რომელზეც უნდა განიხილონ საქმე, რომლის მიხედვით, მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მისი თქმით, პროცესმა „საშინელი სანახაობის“ ფორმა მიიღო და ბრალად დასდო პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს, რომ ანადგურებს სასამართლო სისტემას. ტიმოშენკოს დამცველემა განაცხადეს, რომ ისინი მომავალში მოსმენებს არ დაესწრებიან.
ტიმოშენკოს წელს, ოქტომბერში მიუსაჯეს შვიდი წლით პატიმრობა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში. მას გასაჩივრებული აქვს ეს განაჩენი. ტიმოშენკოს წაყენებული აქვს ახალი ბრალდებებიც.
XS
SM
MD
LG