Accessibility links

logo-print

ბაღდადში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 63 ადამიანი შეიწირა


ბაღდადში აფეთქებების შედეგად დღეს ათობით ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების ცნობით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მოეწყო 10-ზე მეტი აფეთქება, რაც მიჩნეულია პირველ კოორდინირებულ თავდასხმად მას შემდეგ, რაც გამწვავდა დაპირისპირება ერაყელი პოლიტიკოსების შიიტურ და სუნიტურ ფრაქციებს შორის. ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ინფორმაციით, დაიღუპა, სულ ცოტა, 63 ადამიანი, დაიჭრა 185-ზე მეტი. ჯერ ნათელი არ არის, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა აფეთქებებზე, რომლებიც უმეტესწილად შიიტურ უბნებში მოეწყო. ერაყის მთავრობაში კრიზისია მას შემდეგ, რაც გასცეს სუნიტი ვიცე-პრეზიდენტის, ტარეკ ალ-ჰაშემის დაპატიმრების ორდერი, ტერორიზმში ბრალდების საფუძველზე. ჰაშემი უარყოფს ბრალდებებს და მისი პარტია პროტესტის ნიშნად ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს.
XS
SM
MD
LG