Accessibility links

logo-print

პაკისტანის არმია არ ეთანხმება ნატოს გამოძიების შედეგებს


პაკისტანის არმია უარყოფს ნატოს გამოძიების შედეგებს, რომელიც 25-26 ნოემბერს ღამით პაკისტანში, ავღანეთის საზღვართან ახლოს მომხდარ ინციდენტს შეეხება. ერთი თვის წინ ნატოს ძალების მხრიდან საჰაერო თავდასხმის შედეგად 24 პაკისტანელი სამხედრო დაიღუპა. გამოძიების შედეგები ხუთშაბათს გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეცდომები დაუშვეს როგორც ამერიკელმა, ისე პაკისტანელმა სამხედროებმა. დასკვნის გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში პაკისტანის არმიის წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა ათარ აბასმა განაცხადა, რომ პაკისტანი არ ეთანხმება გამოძიების შედეგებს. აბასმა გამოძიება ”ფაქტების უქონლობაში” დაადანაშაულა. პაკისტანი თვლის, რომ ამერიკელი სამხედროები განზრახ დაესხნენ თავს პაკისტანელებს. ამ პოზიციის საფუძველზე, პაკისტანმა თავის დროზე უარი განაცხადა გამოძიებაში მონაწილეობაზე. აშშ-ის ბრიგადის გენერალი სტივენ კლარკი, რომელიც უძღვებოდა გამოძიებას, თვლის, რომ პაკისტანსა და აშშ-ს მხარეებს შორის ”ყოვლისმომცველმა უნდობლობამ” გამოიწვია ცუდი კომუნიკაცია და შეცდომები.
XS
SM
MD
LG