Accessibility links

logo-print

ახალ ზელანდიაში მოხდა ძლიერი მიწისძვრა


ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისტჩერჩის მახლობლად დღეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ქალაქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 30 კილომეტრში 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის რყევები დაფიქსირდა. იგივე ტერიტორია დაზარალდა 10 თვის წინ ძლიერი მიწისძვრისგან. დღევანდელი მიწისძვრის შედეგად ერთ დაზარალებულზე ვრცელდება ცნობა. ინფორმაცია ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ არის. ზოგიერთ რაიონში შეწყდა ელექტრომომარაგება და იყო დარღვევები სატელეფონო კომუნიკაციის სისტემაში. აეროპორტიდან მგზავრების ევაკუაცია მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ქრაისტჩერჩის ქუჩებში პანიკა შეინიშნებოდა. ამ ქალაქში თებერვლის მიწისძვრის შედეგად 181 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG