Accessibility links

logo-print

აშშ-მა, იაპონიამ და ევროკავშირმა უარი განაცხადეს კიმ ჩენ ირის ხსოვნისადმი პატივის მიგებაზე


აშშ-მა, იაპონიამ და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უარი განაცხადეს წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი ჩრდილოეთი კორეის ლიდერ კიმ ჩენ ირის ხსოვნისადმი. ხუთშაბათს, როცა, ჩრდილოეთი კორეის დელეგაციის თხოვნით, წუთიერი დუმილით პატივი უნდა მიეგოთ 193 წევრიანი ასამბლეის დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო. ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა შეუერთდა აშშ-ისა და იაპონიის ბოიკოტს. სააგენტოების ცნობით, დასავლელმა დიპლომატებმა ჩრდილოეთი კორეის დელეგაციის ეს თხოვნა უადგილოდ ჩათვალეს.
XS
SM
MD
LG