Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი სომხეთს სტუმრობს


ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი სომხეთში ჩავიდა ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებაზე. სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, აჰმადინეჟადი შეხვდა თავის მასპინძელს, სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს და ხელი მოაწერა არაერთ ორმხრივ ხელშეკრულებას. სომხეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი შეთანხმება გულისხმობს ჰიდროელექტროსადგურის აგებას მდინარე არაქსზე, რომელიც ირანსა და სომხეთს შორის საზღვარზე გადის. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მიმოქცევა 206 მილიონი დოლარიდან 2009 წელს, შარშან 273 მილიონამდე გაიზარდა.
XS
SM
MD
LG