Accessibility links

სირიის ტელევიზიის ცნობით, დამასკოში ორი აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიხოცა


სირიის ტელევიზია „ალ-დუნიას“ ცნობით, თვითმკვლელებმა ორი აფეთქება მოაწყვეს მანქანებით დედაქალაქ დამასკოში, უშიშროების სამსახურების ორ ბაზაზე, რასაც 40 ადამიანი შეეწირა. სამედიცინო სფეროს მუშაკები იუწყებიან, რომ 50 ადამიანი დაიხოცა. დაშავებულთა რიცხვი 100-ზე მეტია. ტელევიზიით თანახმად, დახოცილთა შორს არიან სამოქალაქო პირებიც და სამხედრობებიც. სირიაში იმყოფება არაბული ლიგის მეთვალყურეთა ჯგუფი, რომელიც ეგრეთწოდებული არაბულ გეგმის განხორცილებას ადევნებს თვალყურს. ლიგის დელეგაციის თანმხლებმა, სირიის საგშარეო სამქეთა მინისტრის მოადგილემ, ფაიზალ მექდადმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავდასხმებისთვის „ტერორისტები“ არიან პასუხიმგებელი. არაბული ლიგის გეგმით უნდა დასრულდეს ცხრათვიანი სისხლისღვრა სირიაში, სადაც ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. გაეროს ვარაუდით, სირიაში მარტის შემდგომი გამოსვლების დროს ხუთი ათასამდე ადამიანი დაიხოცა. სირიის რეჟიმი არეულობებში „შეირაღებულ ტერორისიტებს“ ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG