Accessibility links

logo-print

თურქეთის ელჩმა საფრანგეთი დატოვა


თურქეთის ელჩმა საფრანგეთი დატოვა და ანკარაში გაემგზავრა თავის მთავრობასთან საკონსულტაციოდ. თურქეთის ეს ნაბიჯი მოჰყვა საფრანგეთის პარლამენტში კენჭისყრას იმ ამკრძალავი კანონის გარშემო, რომელიც ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის უარყოფას დანაშაულად მიიჩნევს. კანონი უნდა დაამტკიცოს სენატმა. სომხების პოზიციის მიხედვით, 1915 წელს მილიონნახევარი ეთნიკური სომეხი დახოცეს ოსმალეთში. თურქეთი მომხდარს გენოციდად არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მსხვერპლი დიდი იყო ორივე მხარეს. საფრანგეთი მაშინდელ ხოცვა-ჟლეტას გენოციდად ოფიციალურად აღიარებს 2001 წლიდან. კანონის მიღების შემდეგ, თურქეთმა გამოაცხადა, რომ შეაჩერებს პოლიტიკურ და სამხედრო კავშირებს საფრანგეთთან.
XS
SM
MD
LG