Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში რუსეთის წარმომადგენელი ვიცე-პრემიერად დანიშნეს


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ნატოში რუსეთის წარმომადგენელი, დმიტრი როგოზინი დანიშნა ვიცე-პრემიერად სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საკითხებში. სააგენტოების ცნობით, ნოემბრის შუა რიცხვებში როგოზინი გახდა თავდაცვის კომისიის თავმჯდომარე პრეზიდენტის მომხრეთა საზოგადოებრივ კომიტეტში. მან განაცხადა, რომ აპირებს, პრეზიდენტს წარუდგინოს მოხსენება სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის აღორძინების გზებზე.
XS
SM
MD
LG