Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში აფეთქებების მსხვერპლთა დაკრძალვას ათასობით ადამიანი დაესწრო


სირიაში ათასობით ადამიანი მივიდა იმ 44 პირის დაკრძალვის ცერემონიაზე, რომლებიც დამასკში 23 დეკემბერს ორი თვითმკვლელი მოიერიშის მიერ მოხდენილ აფეთქებებს შეეწირა. სირიის დროშაში გახვეული კუბოები ჭირისუფლებმა დედაქალაქის ქუჩებში და მერვე საუკუნის მეჩეთის წინ ჩამოატარეს. პროცესიის ბევრი მონაწილე სკანდირებდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ლოზუნგებს. ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ქვეყანაში მარტის შემდეგ მიმდინარეობს სისხლიანი ამბოხება. გაეროს შეფასებით, დაღუპულია 5,000-ზე მეტი ადამიანი. სირიის მთავრობა ალ-ყაიდას სდებს ბრალს 23 დეკემბრის აფეთქებებში, რომელთა სამიზნეც, როგორც სჩანს, სირიის უსაფრთხოების ძალები იყვნენ. აფეთქებების შემდეგ გავრცელდა ცნობა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ჯგუფმა, რომელიც თავს სირიის მუსულმანთა საძმოს უწოდებს - თუმცა ამ ჯგუფის წარმომადგენელმა ეს ცნობა უარყო. მისი განცხადებით, სირიის მთავრობამ ყალბი ვებსაიტი შექმნა და ეს განცხადება ინტერნეტით გაავრცელა.
XS
SM
MD
LG