Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბა აცხადებს, რომ ამნისტიით 3,000-მდე პატიმარს გაათავისუფლებს


კუბის კომუნისტური მთავრობა აცხადებს, რომ „ჰუმანიტარული მოსაზრებებით“ უახლოეს დღეებში ციხეებიდან 3,000-მდე პატიმარს გაათავისუფლებს. პრეზიდენტმა, რაულ კასტრომ ამის ერთ-ერთ მიზეზად კუბაში რომის პაპის, ბენედიქტეს ვიზიტი დაასახელა, რომელიც გაზაფხულზეა დაგეგმილი. კასტროს თქმით, გათავისუფლებულებს შორის 25 ქვეყნის წარმომადგენელი 86 პატიმარი იქნება, რომლებმაც დანაშაულები კუბაში აქვთ ჩადენილი. ამნისტია არ შეეხება ამერიკელ ალან გროსს, რომელსაც 15 წლით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი. კუბა მას ჯაშუშობაშო სდებს ბრალს. აშშ კი აცხადებს, რომ გროსი მაშინ დააპატიმრეს, როცა კუბაში ებრაელთა ჯგუფებს საინტერნეტო მომსახურებას უწევდა - და მის დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG