Accessibility links

logo-print

ეშტონი გულდაწყვეტილია ტიმოშენკოს საჩივრის ჩავარდნის გამო


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეთრინ ეშტონმა განაცხადა, რომ გულდაწყვეტილია უკრაინის ოპოზიციის ლიდერის, იულია ტიმოშენკოს საჩივრის ჩავარდნის გამო - და უკრაინის ხელისუფლებას შეახსენა, რომ კანონის უზენაესობის დაცვა აუცილებელი პირობაა ევროკავშირთან ურთიერთობის გასაღრმავებლად. ეშტონის მიერ გავრცელებული განცხადება ეხება გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა ტიმოშენკოსთვის გამოტანილი დამნაშავის განაჩენი და თავისუფლების შვიდწლიანი ვადით აღკვეთის სასჯელი. ეშტონის განცხადებით, გასაჩივრების პროცესმა სათანადოდ არ შეაფასა თავდაპირველ პროცესზე დაშვებული ხარვეზები. „უკრაინაში სელექციური სამართალი კვლავ რჩება საკითხად, რომელსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“ - წერს ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი.
XS
SM
MD
LG