Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეთლემში შობის დღესასწაულისთვის ემზადებიან


ქრისტიანი მომლოცველები და მთელი მსოფლიოდან ჩასული ტურისტები, შობის დღესასწაულის აღნიშვნის მიზნით, იესო ქრისტეს დაბადების ადგილად მიჩნეულ ქალაქ ბეთლემში იკრიბებიან. კათოლიკეები და მსოფლიოს სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენელთა უმრავლესობა ქრისტეშობის დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ. პალესტინურ ქალაქში 120,000-მდე ადამიანია ჩასული - რაც, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, შარშანდელ მონაცემს 30 პროცენტით აჭარბებს. ცერემონიის კულმინაცია ადგილობრივი დროით შუაღამეზე დადგება, როცა ჩატარდება წირვა 1,700 წლის ისტორიის მქონე ეკლესიაში. ტაძარი იმ ადგილას არის აგებული, სადაც, ქრისტიანთა რწმენით, იესო ქრისტე დაიბადა.
XS
SM
MD
LG