Accessibility links

logo-print

სააკაშვილი რუსეთში მიმდინარე გამოსვლებს ეხმაურება


ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ახალი ისტორიული ეტაპის დასაწყისი უწოდა. ამ განცხადებით სააკაშვილი სამტრედიაში ყოფნისას გამოვიდა. სააგენტო ავრცელებს სააკაშვილის სიტყვებს: „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მოხდებოდა და ხდება, თუმცა ბევრს არ სჯეროდა. ამ ეტაპზე ჩვენ განსაკუთრებით გვმართებს წინდახედულობა, სიმტკიცე, სიფრთხილე და მომავლის განჭვრეტის უნარი. ეს არის ის პროცესი, რომელიც შეუქცევადი იქნება ჩვენთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა რუს ხალხთან, და არა – საქართველოს დაპყრობის მოსურნე იმპერატორებთან“.
XS
SM
MD
LG