Accessibility links

logo-print

გენერალური ასამბლეა გაეროს ბიუჯეტის შეკვეცაზე შეთანხმდა


გაეროს გენერალური ასამბლეის 193 წევრი ქვეყანა ამ მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტის შეკვეცაზე შეთანხმდა - რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში მეორედ ხდება. შაბათს მიღწეული შეთანხმებით, გაეროს ორწლიანი, 2012-2013 წლების ბიუჯეტი 5.15 მილიარდი დოლარით განისაზღვრა - რაც ნაკლებია წინა წლების ბიუჯეტზე, 5.41 მილიარდ დოლარზე. შეკვეცის მოცულობამ 5 პროცენტი შეადგინა. გავრცელებული ცნობებით, შეკვეცის ინიციატივით გამოვიდნენ აშშ, რომელიც გაეროს ბიუჯეტის 20 პროცენტზე მეტს იხდის, და ვალების მქონე ევროპული ქვეყნები. განვითარების პროცესში მყოფ სახელმწიფოებს კი ხარჯვითი დონის უცვლელად შენარჩუნება სურდათ. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი, შეთანხმებას მიესალმა - თუმცა აღიარა, რომ მოლაპარაკებების პროცესი „განსაკურებით რთული“ იყო, რადგან ეკონომიკური სირთულეები მთელი მსოფლიოს მთავრობებს და ადამიანებს აწუხებს.
XS
SM
MD
LG