Accessibility links

ნიგერიაში ეკლესიებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფებამ იკისრა


ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ სახელით ცნობილმა რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფებამ იკისრა პასუხისმგებლობა იერიშებზე, რომლებიც შობა დღეს ეკლესიებზე მიიტანეს და რომლებსაც სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ცნობა ერთ-ერთმა გაზეთმა გაავრცელა. აფეთქება მოხდა დედაქალაქ აბუჯასთან ახლოს, მადალაში მოქმედ კათოლიკურ ეკლესიაში, რომელიც წმინდა ტერეზას სახელს ატარებს. კიდევ ერთი თავდასხმა ქვეყნის ცენტრალური რეგიონის ქალაქ ჯოსში მოხდა, ჩრდილოაღმოსავლეთის ოლქ იობეში კი ორი აფეთქება განხორციელდა.
XS
SM
MD
LG