Accessibility links

logo-print

ირანელი ქალი, რომელსაც ჩაქოლვა ჰქონდა მისჯილი, შესაძლოა ჩამოახრჩონ


ირანელი ქალი, რომელსაც ქმრისთვის ღალატისთვის ჩაქოლვა ჰქონდა მისჯილი, შესაძლოა ამის ნაცვლად ჩამოახრჩონ. ამის შესახებ ცნობა გაავრცელა ირანის აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსმა, მალეკ აჯდარ შარიფიმ. მისი თქმით, ქალს, საკინე მოჰამადი აშტიანის, ორი განაჩენი აქვს გამოტანილი: „ერთი ქმრის ღალატისთვის, რისთვისაც ჩაქოლვა მიესაჯა, და მეორე თავისი ქმრის მკვლელობაში მონაწილეობისთვის, რისთვისაც 10 წლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა“. ახალი ამბების სააგენტო „ფარსი“ ავრცელებს შარიფის სიტყვებს - რომ პროვინციას არ აქვს ჩაქოლვის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად საჭირო პირობები. შარიფი ამბობს, რომ ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა, აიათოლა სადეყ ლარიჯანიმ ამას ასე უპასუხა - „იმის გამო, რომ მთავარი მიზანი სიკვდილით დასჯაა, თუკი შარიათის მიხედვით ჩაქოლვისთვის პირობები არ არსებობს, ის შეიძლება ჩამოხრჩობით შეიცვალოს“. აშტიანის სიკვდილით დასჯის განაჩენი 2006 წელს გამოუტანეს.
XS
SM
MD
LG