Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო გაეროს ფონდში შენატანს განახორციელებს


ახალი ამბების სააგენტო „მედიანიუსის“ ცნობით, საქართველომ დღეს ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის „იასუნის“ ფონდში შენატანის განხორციელებას ითვალისწინებს. საქართველოს შენატანი 100 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობის იქნება და მას ეკვადორის რესპუბლიკაში, უნიკალური ბიომრავალფეროვნების მქონე რეგიონის დაცვას მოახმარენ. შენატანთან დაკავშირებით საქართველომ და ეკვადორმა ურთიერთგაგების დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. გაეროში ეკვადორის ელჩმა, დიეგო მორეხონმა, საქართველოს მთავრობას და ხალხს მადლობა გადაუხადა ამ „მნიშვნელოვანი დახმარებისთვის“.
XS
SM
MD
LG