Accessibility links

logo-print

ნიგერიაში ეკლესიებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა მუსულმანურმა სექტამ იკისრა


ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ სახელით ცნობილმა რადიკალურმა ისლამურმა დაჯგუფებამ იკისრა პასუხისმგებლობა იერიშებზე, რომლებიც შობა დღეს ეკლესიებზე მიიტანეს და რომლებსაც სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური ინფორმაციით, აფეთქებები ორ ეკლესიაში მოხდა - ერთი მადალაში, დედაქალაქ აბუჯასთან ახლოს, მეორე კი ცენტრალურ ქალაქ ჯოსში. კიდევ სამი თავდასხმა მოხდა ჩრდილოაღმოსავლეთის ოლქ იობეში. სახელწოდება „ბოკო ჰარამი“ ნიშნავს „დასავლური განათლება აკრძალულია“. ჯგუფის მიერ წარსულში განხორციელებული თავდასხმების სამიზნეს ნიგერიის სახელმწიფო ინსტიტუტები და უსაფრთხოების ძალები წარმოადგენენ. სექტამ 2010 წლის შობის დღესასწაულზეც იკისრა პასუხისმგებლობა თავდასხმებზე, რომლებიც ქალაქ ჯოსში მოხდა.
XS
SM
MD
LG