Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინის პრეს-მდივანი აცხადებს, რომ პოლიტიკოსი პოპულარობას ინარჩუნებს


რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ეს პოლიტიკოსი რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობაში კვლავაც მხარდაჭერით სარგებლობს. პესკოვის განცხადების ფონია უპრეცედენტო მასშტაბის საპროტესტო გამოსვლები პუტინის მმართველობის წინააღმდეგ. პესკოვის თქმით, რუსეთი „პატივისცემით უნდა მოეკიდოს უმრავლესობის შეხედულებას“. გუშინ პუტინს საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა ლიდერმა, მიხეილ გორბაჩოვმა მიმართა - მოუწოდა მისი მაგალითი გაიმეოროს და ხელისუფლება დათმოს. რადიოსადგურ „ეხო მოსკვისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გორბაჩოვმა თქვა, პუტინმა დემონსტრანტების მოთხოვნები რომ შეისმინოს და ახლა რომ გადადგეს, ის ხალხს იმ კარგი ნაბიჯებით დაამახსოვრდება, რომლებიც მან ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელიწადის დროს გადადგაო. შაბათს მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების გაპროტესტების მიზნით მასობრივი აქციები გაიმართა.
XS
SM
MD
LG