Accessibility links

logo-print

ლიბიაში კადაფის პერიოდში აკრძალული დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს


ოთხ ათწლეულზე დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ლიბიაში ოფიციალურად იზეიმეს ევროპული კოლონიური მმართველობისგან დამოუკიდებლობის მოპოვების დღე. ყოფილი დიქტატორი, მუამარ კადაფი - რომელიც ქვეყანას 42 წელიწადი მართავდა - არ ეთანხმებოდა მოსაზრებას, რომ ლიბიის დამოუკიდებლობის დღე 1951 წლის 24 დეკემბერი იყო, როცა ქვეყანა ოფიციალურად განთავისუფლდა იტალიის და საფრანგეთის მხრიდან ოკუპაციისგან. ამის ნაცვლად, კადაფი თვლიდა, რომ ქვეყანაში 1969 წლის 1 სექტემბრის იუბილეები უნდა ეზეიმათ - დღის, როცა მან ძალაუფლება ჩაიგდო ხელში. კადაფის რეჟიმი აგვისტოში დაემხო. ყოფილი დიქტატორი ოქტომბერში მოკლეს მეამბოხეებმა - რომლებიც ახლა ქვეყნის სათავეში არიან. მმართველმა ძალამ - დროებითმა ეროვნულმა საბჭომ - ქვეყნის მწვანე დროშა, რომელიც კადაფის რეჟიმის მიერ იყო დაწესებული, შეცვალა ყოფილი მონარქიის შავი, წითელი და მწვანე ფერებიანი დროშით.
XS
SM
MD
LG