Accessibility links

logo-print

მიმართვას გაავრცელებენ საარჩევნო გარემოზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები


არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები კერძო და არასამთავრობო სექტორისა და რიგითი მოქალაქეებისათვის შეზღუდვების დაწესებას აპროტესტებენ. ამ თემაზე დღეს ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისათვის" და არჩევნების თემაზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზციები. პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციები გაავრცელებენ მიმართვას, რომელიც შეეხება საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების" შესახებ საქართველოს კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და საარჩევნო კოდექსში. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი კანონმდებლობის მიღება და არ დაუშვას დაუბალანსებელი და ტენდენციური ნორმების ამოქმედება, თუ პარლამენტი 25 დეკემბრის მდგომარეობით პარლამენტში განსახილველ კანონპროექტში შეტანილ ცვლილებებს დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG