Accessibility links

logo-print

ლაპერუზას სრუტეში გემის დაღუპვის მიზეზად უსაფრთხოების ზომების დარღვევას ასახელებენ


ლაპერუზას სრუტეში გემის დაღუპვის მთავარ ვერსიად უსაფრთხოების ზომების დარღვევა სახელდება. გარდაცვლილების მოსაძიებლად სამუშაოების მიმდინარეობს. გემი, რომელიც კამბოჯას დროშის ქვეშ მოძრაობდა, იაპონიის კუნძულის ჰოკაიდოს პორტიდან გავიდა და კატასტროფა იმ კლდესთან განიცადა, რომელსაც ”საშიშროებათა ქვას” უწოდებენ. გემზე რვა ადამიანი იმყოფებოდა. ხუთი მათგანი რუსეთის მოქალაქე იყო, სამი კი ინდონეზიის. მოხერხდა სამი ცხედრის პოვნა. სავარაუდოდ, ორი მათგანი რუსეთის მოქალაქეა.
XS
SM
MD
LG