Accessibility links

logo-print

სირიაში 50 საერთაშორისო დამკვირვებელი ჩავა


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პირველი ჯგუფი დამკვირვებლებისა, რომლებიც არაბული სახელმწიფოების ლიგის წარმომადგენლებისგან შედგება, სირიაში დღეს ჩავა. სირიის ნაციონალურმა საბჭომ, რომელიც სხვადასხვა ოპოზიციური ძალისაგან შედგება, მოუწოდა დამკვირვებლებს, რომ ქალაქ ჰომსში ჩავიდნენ. მათი განცხადებით, იქ უსაფრთხოების ძალები კვლავაც აგრძელებენ შეიარაღებულ ბრძოლას რეჟიმის მოწინააღმდეგეებთან. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ვალიდ მუალემის განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლები დარწმუნდებიან, რომ პასუხისმგებლობა სისხლისღვრაზე, რომელიც სირიაში ბოლო ათი თვის განმავლობაში გრძელდება, მხოლოდ და მხოლოდ “შეიარაღებულ ტერორისტულ ძალებს” ეკისრება.
XS
SM
MD
LG