Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ეი-სი-თიმ” გამოაქვეყნა ბიზნესგარემოს გამოკვლევის შედეგები


საქართველოს წლევანდელი ბიზნესგარემოს გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა დღეს კომპანია ”ეი-სი-თიმ”. თბილისში გამართულ პრეზენტაციას კერძო კომპანიებისა და ბიზნესორგანიზაციების წარმომადგენლები და ბიზნესომბუდსმენი დაესწრნენ. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 1 111 კომპანიის, მათ შორის როგორც მცირე, ასევე საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები. გამოკვლევის ავტორთა განმარტებით, შედეგებმა მკაფიოდ წარმოაჩინა რამდენიმე ძირითადი დადებითი და უარყოფითი მიმართულება. დადებით ჭრილში მოიაზრება ის, რომ კორუფციული ხასიათის შემთხვევა ჰქონდა გამოკითხულთა 0,2%-ს, მომავალი წლისთვის კი საკუთარი ბინზესის გაფართოებას გეგმავს 51,2%. რაც შეეხება უარყოფით შედეგს, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვნად ბიზნესის დაცულობის ხარისხი მიიჩნევა. გამოკითხულთა 11% ფიქრობს, რომ სხვადასხვა შიდა თუ გარე ფაქტორისგან მისი ბიზნესი დაცული არ არის.
XS
SM
MD
LG