Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგი კაპანაძე გამოეხმაურა ვმო-ს შესახებ ალექსანდრ ლუკაშევიჩის ამასწინანდელ ინტერვიუს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუს დიპლომატებს ურჩევს, კარგად გაეცნონ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად თბილისისა და მოსკოვის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებას. დღეს გამართულ, წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის ამასწინანდელ ინტერვიუს, რომელშიც მან განაცხადა, რომ შეთანხმება არ აკნინებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსს, მათთან რუსეთის ვაჭრობის შესახებ საქართველო დეტალურ ინფორმაციას არ მიიღებს, ქართული საბაჟო პუნქტები კი გორისა და ზუგდიდის რაიონებში განთავსდება. "ლუკაშევიჩის განცხადების ადრესატები არიან სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები, რადგან ისინი მოლაპარაკების პროცესში ჩართული არ იყვნენ და რუსეთს სურს დაარწმუნოს, რომ თითქოს ამ შეთანხმებით ყველაფერი რიგზეა და საქართველო აიძულეს მისივე წითელი ხაზები გადაეკვეთა”, - განაცხადა დღეს სერგი კაპანაძემ. მისივე თქმით, საერთაშორისო მონიტორინგი დაწესდება ყველა ტვირთზე, რომელიც მოძრაობს სავაჭრო დერეფნებში და მოიცავს ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიებსაც.
XS
SM
MD
LG