Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში უსაფრთხოების ძალებმა 13 ადამიანი მოკლეს


სირიაში აქტივისტები აცხადებენ, რომ ქალაქ ჰომსში სირიის უსაფრთხოების ძალებმა სულ მცირე 13 ადამიანი მოკლეს. ძალადობის ფონია ქვეყანაში არაბული ლიგის 50-მდე დამკვირვებლის ჩასვლის მოლოდინი, რომლებიც პრობლემურ ადგილებს გაუწევენ მონიტორინგს. მთავრობას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, რომ ისინი ადგილზე ჩავიდნენ. გასულ კვირაში დამასკში ჩავიდა არაბული ლიგის ცხრაწევრიანი გუნდი, რომელიც დამკვირვებლებისთვის სამუშაო პირობებს ამზადებს. სირიაში დამკვირვებლების ჩასვლა გათვალისწინებულია შეთანხმებაში, რომელსაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობამ ხელი არაბულ ლიგასთან ერთად მოაწერა. შეთანხმება გამოდის მოწოდებით უკან დაიხიონ როგორც სირიის ჯარმა და შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა, ისე მეამბოხეებმა, გათავისუფლდნენ დაკავებულები და დასრულდეს ძალადობის ყველა ფორმა. გაეროს შეფასებით, სირიაში 5,000-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული მას შემდეგ, რაც მარტში ანტი-სამთავრობო გამოსვლები დაიწყო.
XS
SM
MD
LG