Accessibility links

logo-print

ბაღდადში საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან თვითმკვლელმა 5 ადამიანი იმსხვერპლა


ბაღდადში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დღეს თვითმკვლელმა მოიერიშემ მანქანა ააფეთქა, რამაც სულ მცირე 5 ადამიანი იმსხვერპლა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის 4 პოლიციელია. დაჭრილია 32 ადამიანი. გასულ ხუთშაბათს ბაღდადში აფეთქებების სერია მოხდა, რასაც 60-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პარალელურად, როგორც იუწყებიან, იზრდება დაძაბულობა შიიტების ხელმძღვანელობთ მოქმედ მთავრობასა და სუნიტ პოლიტიკურ ძალებს შორის. ერაყის მთავრობა გამოდის სუნიტი ვიცე-პრეზიდენტის, ტარეყ ალ-ჰაშემის დაპატიმრების მოწოდებით და მას კრიმინალურ ბანდებთან კავშირში სდებს ბრალს. თავად ჰაშემი ბრალდებას უარყოფს. როგორც ვარაუდობენ, მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ერაყიდან აშშ-ის ბოლო საბრძოლო შენაერთები გავიდნენ, კრიზისმა ინტენსიფიკაცია განიცადა.
XS
SM
MD
LG