Accessibility links

logo-print

დნესტრისპირეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შევჩუკი იმარჯვებს


მოლდოვეთის სეპარატისტული დნესტრისპირეთი საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ტურში პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ევგენი შევჩუკმა გაიმარჯვა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით შევჩუკმა დაამარცხა პარლამენტის ამჟამინდელი სპიკერი ანატოლი კამინსკი, რომელსაც მხარს მოსკოვი უჭერს. კომისიის თავმჯდომარემ პიოტრ დენისენკომ შევჩუკის გამარჯვება ოფიციალური განცხადებით დაადასტურა. "მოლდავეთის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის არჩეულ პრეზიდენტად ვაცხადებ ევგენი შევჩუკს, რომელმაც ხმის მიცემის დროს ამომრჩეველთა ხმების უმრავლესობა, 73.88 პროცენტი მიიღო. შედარებისათვის მოლდოვეთის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის კანდიდატმა ანატოლი კაჩინსკიმ ამომრჩეველთა ხმების 19.67 პროცენტი მიიღო,“- განაცხადა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. 43 წლის ბიზნესმენისა და პოლიტიკოს შევჩუკის წინასაარჩევნო პლატფორმა მოლდოვეთთან კავშირების განმტკიცებასა და დნესტრისპირეთის 500 ათასი მცხოვრებისათვის გადაადგილების თავისუფლების უზრუნველყოფაში მდებარეობდა. თუმცა, ეს არ მოხდება დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის ხარჯზე,- განაცხადა შევჩუკმა.
XS
SM
MD
LG