Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ლიგის მეთვალყურეები ჩავლენ ჰომსში


არაბული სახელმწიფოების ლიგის მეთვალყურეები დღეს სირიის ქალაქ ჰომსში ჩავლენ. მათ უნდა შეაფასონ ასრულებს, თუ არა სირიის ხელისუფლება ვითარების მშვიდობიანად მოგვარების გეგმას, რომელიც დასახლებული პუნქტებიდან სამხედრო ძალების გაყვანასაც ითვალისწინებს. სირიის ოპოზიციის აქტივისტების ინფორმაციით, ჰომსში სამთავრობო ძალების მიერ საცხოვრებელი რაიონების მიმართულებით გახსნილ ცეცხლს სულ ცოტა 30 ადამიანი ემსხვერპლა. ჰომსის ზოგიერთ რაიონს სირიის ე.წ. ”თავისუფალი არმია” იცავს. ის ოპოზიციის მხარეს გადასული სამხედროებისგან შედგება. არაბული ლიგის მეთვალყურეების პირველი ჯგუფი სირიაში ორშაბათს ჩავიდა.
XS
SM
MD
LG