Accessibility links

logo-print

ბაღდადში აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ალ ყაიდამ აიღო


გასულ კვირაში ბაღდადში განხორციელებულ აფეთქებების სერიაზე პასუხისმგებლობა ალ ყაიდამ აიღო. აფეთქებებმა 69 ადამიანი იმსხვერპლა, დაიჭრა 200-ზე მეტი. თვითგამოცხადებულმა დაჯგუფებამ სახელწოდებით - ”ერაყის ისლამური სახელმწიფო” ინტერნეტში გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც წერია, რომ მათ იციან ”სად და როდის უნდა დაარტყან”. განცხადებაში აგრეთვე წერია, რომ აფეთქებები ერაყის სუნიტი მოსახლეობის მხარდაჭერისთვის განხორციელდა. გასულ კვირაში ბაღდადში მომხდარი აფეთქებები პირველი მნიშვნელოვანი თავდასხმა იყო მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვეში დასრულდა აშშ-ის ძალების გაყვანა ერაყიდან.
XS
SM
MD
LG