Accessibility links

logo-print

პაკისტანი ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის მორიგ წლისთავს აღნიშნავს


პაკისტანში დღეს ოპოზიციის ლიდერი ქალის ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობის მეოთხე წლისთავს აღნიშნავენ. ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი 2007 წლის 27 დეკემბერს, თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმის და სროლის შედეგად დაიღუპა ქალაქ რავალპინდში, სადაც არჩევნების შემდეგ გამართულ მსვლელობაში ღებულობდა მონაწილეობას. ბჰუტოს მეუღლე და პაკისტანის ამჟამინდელი პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარიმ მიიღეს მონაწილეობა სამგლოვიარო ცერემონიაში ბჰუტოს მშობლიურ ქალაქში, სადაც პაკისტანის სახალხო პარტიის ათასობით მონაწილე შეგროვდა. მიმართვაში ზარდარიმ განაცხადა, რომ ბჰუტოს ხსოვნის საუკეთესო პატივისცემას „ქვეყნის დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაცვა და მის წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი შეთქმულების ჩაფუშვა წარმოადგენს.“
XS
SM
MD
LG