Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სარდალი პაკისტანს მეტი ნდობისაკენ მოუწოდებს


აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელის თქმით საჭიროა კოორდინაცია პაკისტან-ავღანეთის საზღვარზე, რათა თავიდან იქნას აცილებული იმგვარი ინცინდენტები, რასაც გასულ თვეში 24 პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა მოჰყვა. აშშ-ის ქვეითი ძალების გენერალმა ჯეიმს მატისმა ავღანეთში განლაგებული გაერთიანებული ძალების სარდალ გენერალ ჯონ ალენს მოახსენა, რომ საჭიროა ზომების მიღება, რომელიც მომავალში გამორიცხავს შეცდომით ცეცხლის გახსნის შესაძლებლობას მოკავშირეებს შორის და საჭიროების შემთხვევაში, ოპერაციის შესახებ მონაცემების გაცლას პაკისტანის სამხედრო ძალებთან. ამერიკელმა გენერალმა მოუწოდა პაკისტანს, რათა გააცნოს მათ ავღანეთის საზღვარზე განთავსებული მათი სამხედრო აღჭურვილობისა და ბაზების რუკა.
XS
SM
MD
LG