Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი უარყოფს არმიის ხელმძღვანელობის დათხოვნას


პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ დღეს კიდევ ერთხელ უარყო ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არმიის გავლენიანი ხელმძღვანელობის და დაზვერვის შეფის თანამდებობიდან გადაყენების გეგმის შესახებ. საუბარია არმიის გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ აშფაქ კაიანიზე და უწყებათშორისი დაზვერვის უფროსის, გენერალ აჰმად შუჯა ფაშაზე, რომლებსაც, პაკისტანის მედიის მტკიცებით, დაპირისპირება აქვთ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. ტელევიზიით გავრცელებულ კომენტარში, გილანიმ სიყალბე უწოდა გავრცელებულ ხმებს და განაცხადა, რომ არ არის მზად მოხსნას გენერლები მაშინ, როდესაც ქვეყანა ომის შუაგულში იმყოფება.
XS
SM
MD
LG