Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინა ხვედელიძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის ეკატერინა ხვედელიძის ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, მოსამართლე გეწაძემ მიიჩნია, რომ განსხვავებით ივანიშვილისგან, საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა პრეზიდენტის ბრძანებულება ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული განმარტებით, ეკატერინა ხვედელიძე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისას უკვე იყო როგორც რუსეთის ფედერაციის, ასევე საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მიერ საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენდა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონიერ საფუძველს, რადგან პირი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას მიიღებს.
XS
SM
MD
LG