Accessibility links

logo-print

ეკატერინა ხვედელიძის მოქალაქეობის თაობაზე განცხადება გამოაქვეყნა ომბუდსმენმა


ეკატერინა ხვედელიძის მოქალაქეობის საკითხის გამო დღეს განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მიერ ეკატერინა ხვედელიძისათვის მოქალაქეობის შეწყვეტისადმი საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის გამო, სახალხო დამცველმა კანონის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით დაიწო საკითხის შესწავლა, რათა შეეფასებინა, ხომ არ არღვევდა მიღებული გადაწყვეტილება ეკატერინა ხვედელიძის კონსტიტუციურ უფლებებს. კერძოდ, ომბუდსმენმა შეისწავლა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოდან გამოთხოვილი საქმის წარმოების მასალები და დაასკვნა, რომ პრეზიდენტის მიერ 11 ოქტომბერს ხელმოწერილი ბრძანებულება არღვევდა ეკატერინა ხვედელიძის კონსტიტუციურ უფლებებს, რადგან მის მიმართ არ არსებობდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი. სახალხო დამცველმა 18 ნოემბერს რეკომენდაციით მიმართა პრეზიდენტს, ეკატერინა ხვედელიძისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის აქტის გაუქმების მოთხოვნით. ამავე განცხადების თანახმად, სახალხო დამცველმა შეგნებულად შეიკავა თავი ამ რეკომენდაციის საჯაროდ გამოქვეყნებისგან, რადგან სასამართლო განხილვა მიმდინარეობდა.
XS
SM
MD
LG