Accessibility links

logo-print

სამშვიდობო დამკვირვებლები ჰომსში ჩავიდნენ


არაბული ლიგის სამშვიდობო დამკვირვებლები ჩავიდნენ სირიის ქალაქ ჰომსში, რომელიც სირიის უსაფრთხოების ძალებისა და ოპოზიციის დაპირისპირების ეპიცენტრია. სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა მონიტორებისა და ჰომსის ხელისუფლების შეხვედრის კადრები. წინა დღით კი სამხედრო ძალის გამოყენების შედეგად ქალაქში სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა. არაბული ლიგის დამკვირვებლებს მიცემული აქვთ დავალება, დარწმუნდნენ ასრულებს თუ არა სირიის ხელისუფლება სამშვიდობო გეგმას, რაც ამბოხებული ქალაქებიდან სამხედრო ძალის გაყვანას მოითხოვს. ქალაქ ჰომსის მცხოვრებლების ინფორმაციით, წუხანდელი საარტილერიო იერიშების შემდეგ, 27 დეკემბერს დამკვირვებლების ჩასვლამდე, სირიის არმიის ტანკებმა და ჯავშანმანქანებმა ქალაქი დატოვეს.
XS
SM
MD
LG