Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეატრის მსახიობები არ წყვეტენ ურთიერთობას "ქართუ ფონდთან"


თბილისის სხვადასახვა თეატრის დასის წარმომადგენლებმა კეთილი ნების დოკუმენტი მიიღეს, რომლის თანახმადაც ისინი რომ არ წყვეტენ ურთიერთიობას ბიძინა ივანიშვილსა და "ქართუ ჯგფუთან". მსახიობებს მიაჩნიათ, რომ ნიკა რურუას განცხადება, რომ თეატრის მმართველებმა უარი განაცხადეს ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თეატრის მმართველებს მსახიობებისთვის ამის შესახებ არაფერი უცნობებია. ულტურის მინისტრმა, ნიკა რურუამ 23 დეკემბერს განაცხადა, რომ თეატრების მმართველებმა ბიძინა ივანიშვილისგან დაფინანსების მიღებაზე უარი თქვეს. მისივე განმარტებით, თეატრების მმართველებმა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს და ის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში წასვლას უკავშირდება. მინისტრის თქმით, თუ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ივანიშვილის დახმარება შეუჩერდებათ, მათ შემწეობას სახელმწიფო გააგრძელებს, როგორც ამას აქამდეც აკეთებდა. ამასთან, ნიკა რურუამ აღნიშნა, რომ "ცალკეულ მსახიობებს შეუძლიათ, ფონდის დახმარება მიიღონ, ეს მათი ნებაა და ამაში ვერავინ შეზღუდავთ".
XS
SM
MD
LG