Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა ვიდეომასალა წაუშალა


ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესის“ ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა მამუკა იოსავამ გადაღებული ვიდე-მასალა წაუშალა. თავდაცვის სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელი სალომე მახარაძე ამ ფაქტს ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ იოსავამ მხოლოდ იმ კადრების წაშლა ითხოვა, სადაც თვითონ ჩანდა. "მან [მამუკა იოსავამ] როგორც ამიხსნა, ჟურნალისტებს უბრალოდ სთხოვა კადრების წაშლა. რა თქმა უნდა, არავის არ აქვს ჟურნალისტებისთვის ვიდეომასალის წაშლის უფლება", - უთხრა „მედია გე“ს მახარაძემ. თუმცა, ჟურნალისტები ამბობენ, რომ იოსავა არცერთ კადრში არ ჩნდა, ვინაიდან მხოლოდ შეხვედრაში მონაწილე მოსახლეობა გადაიღეს. ზუგდიდის თეატრში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებით ადგილობრივებს შეხვდნენ, თუმცა მედიის წარმომადგენლები შენობაში არ შეუშვეს. ამიტომ თეატრიდან გამოსული მოსახლეობა ჟურნალისტებმა ქუჩაში ჩაწერეს.
XS
SM
MD
LG