Accessibility links

დამკვირვებელთა ჯგუფი სირიის ქალაქ ჰომსში ჩავიდა, ქვეყანაში ძალადობა გრძელდება


არაბული ლიგის დამკვირვებელთა გუნდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სირიის ქალაქ ჰომსში მუშაობის პირველ დღეს მასთან ყველა მხარემ სათანადოდ ითანამშრომლა. ჰომსი ეპიცენტრია იმ ამბოხებისა, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მიმდინარეობს. 50-წევრიანი გუნდი დღეს ჰომსის გუბერნატორს შეხვდა. დამკვირვებლები ცდილობენ დაადგინონ, რამდენად ასრულებს დამასკო არაბულ ლიგასთან მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც მღელვარე ადგილებიდან ჯარის გაყვანასაც ითვალისწინებს. ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, რომელიც, როგორც იუწყებიან, სირიელმა აქტივისტებმა ატვირთეს - მასზე ასახულია ჰომსში დემონსტრანტები, რომლებიც არაბული ლიგის დამკვირვებლების წინაშე სკანდირებენ, საერთაშორისო ძალების მხრიდან დაცვა გვჭირდებაო. პარალელურად, აქტივისტები აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ძალებმა დღეს სულ მცირე 15 ადამიანი დახოცეს - მათგან მინიმუმ 6 ჰომსში. ამ ინფორმაციის შემოწმება არ ხერხდება.
XS
SM
MD
LG