Accessibility links

ისრაელში რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ დემონსტრაციაში 10,000-მდე პირმა მიიღო მონაწილეობა


ისრაელში 10,000-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელიც ქალთა დისკრიმინაციის და რელიგიური ფანატიზმის წინააღმდეგ გაიმართა. აქცია იერუსალიმიდან სამხრეთ-დასავლეთით, ბეით შემეშში შედგა. მისი ფონია ტელევიზიით გადაცემული სიუჟეტი რვა წლის გოგონაზე, რომელსაც ულტრა-ორთოდოქსი მორწმუნეები აფურთხებდნენ, რადგან, მათი აზრით, ის სათანადოდ კდემამოსილად ჩაცმული არ იყო. ინციდენტი ბეით შემეშში მოხდა და მას რელიგიური ექსტრემისტების მხრიდან ქალაქში ორდღიანი არეულობის მოწყობა მოჰვა. დღეს გამართულ ანტი-ექსტრემისტულ აქციაში მონაწილეობისკენ და დისკრიმინაციასთან ბრძოლაში სოლიდარობის გამოვლენისკენ მოქალაქეებს პრეზიდენტმა შიმონ პერეზმა მოუწოდა.
XS
SM
MD
LG