Accessibility links

logo-print

ცოლის მკვლელობის დღეს პაკისტანის პრეზიდენტი შეთქმულების შესახებ გამოდის გაფრთხილებით


პაკისტანის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ თავისი მეუღლის, ბენაზირ ბჰუტოს საფლავი მოინახულა, მისი მკვლელობის მეოთხე წლისთავის დღეს. პრეზიდენტმა თანამოქალაქეები გააფრთხილა ანტი-დემოკრატიული შეთქმულებების შესახებ. ბჰუტოს მკვლელობას ზარდარიმ უწოდა „მოქმედი დემოკრატიის დამყარების შესახებ ყველაზე ძლიერი იმედის წართმევის შეთქმულება“ პაკისტანისთვის. მან მოქალაქეებს მოუწოდა წინააღმდეგობა გაუწიონ „დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ“ დაგეგმილ ყველა შეთქმულებას.
XS
SM
MD
LG