Accessibility links

logo-print

არაბული ლიგის წარგზავნილი სირიაში ოპტიმიზმის საფუძველს ხედავს


არაბული ლიგის სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, იგი „ოპტიმისტურად“ აფასებს ჯგუფის მისიას, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს მრავალთვიან სისხლისმღვრელ დაპირისპირებას ქვეყანაში. როგორც სუდანელმა გენერალმა მაჰმუდ აჰმედ მუსტაფა ალ დაბიმ უთხრა ლონდონში გამომავალ გაზეთ „ალ ჰურიათს“, საქმეები კარგად მიდის და ჯგუფი სამომავლოდ პოზიტიურ ნაბიჯების გადადგმას გეგმავს. სადამკვირვებლო ჯგუფის თანახმად, დაძაბულობის ეპიცენტრ ქალაქ ჰომსში „ვითარება ამჟამად დამაიმედებელია“, თუმცა, საჭიროა უფრო ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება. 27 დეკემბერს, არაბული ლიგის სადამკვირვებლო ჯგუფს ქალაქ ჰომსში ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განწყობილი ათეულ ათასობით ადამიანი აღფრთოვანებული შეხვდა.
XS
SM
MD
LG