Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


ნატოს სარდლობის ინფორმაციით, ალიანსის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად აღმოსავლეთ ავღანეთში. თავდასხმა 27 დეკემბერს მოხდა, თუმცა ნატოს სარდლობა სხვა დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს. ბოლო მსხვერპლის ჩათვლით 23-მდე გაიზარდა დეკემბერში ავღანეთში დაღუპული ნატოს ჯარისკაცების რიცხვი. მთლიანობაში 2011 წელს ალიანსმა ავღანეთში 539 ჯარისკაცი დაკარგა, რაც გაცილებით ნაკლებია გასული წლის დანაკარგთან შედარებით. 2010 წელს საერთაშორისო ძალებმა ავღანეთში 700 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.
XS
SM
MD
LG