Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში სამხედრო დამნაშავის ექსტრადიცია განხორციელდა


ბოსნიის ხელისუფლების ინფორმაციით, აშშ-იდან ექსტრადირებულია ბოსნიელი მუსლიმანი ქალი, რომელიც 1990-იან წლების კონფლიქტში ბოსნიელი ხორვატების დახოცვაშია ბრალდებული. პროკურატურის აპარატის თანახმად, 38 წლის რასემა ჰანდანოვიჩი დღეს წარსდგება სასამართლოს წინაშე. ჰანდანოვიჩის ექსტრადიციამდე, ამერიკელმა სამართალდამცველებმა დააპატიმრეს მისი თანამებრძოლი ედიმ ძეკო, რომელიც იმავე მკვლელობის თანამონაწილეა. ორივე ბრალდებული ბოსნიის არმის იმ ქვედანაყოფის წევრები იყვნენ, რომელმაც სამხრეთ ბოსნიაში ხორვატულ სოფელ ტრუსინაში 1993 წელს 18 სამოქალაქო პირი დახოცა. თვითმხილველთა ჩვენებით, რასემა ჰანდანოვიჩმა თავში დამიზნებით პირადად მოკლა რამდენიმე ადამიანი. ექსტრადიციამდე ჰანდანოვიჩი ორეგონის შტატის ქალაქ ბივერტონში ცხოვრობდა და იგი აპრილში, ბოსნიის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG