Accessibility links

logo-print

ირანში ოპოზიციის ვეტერანი აქტივისტი დააპატიმრეს


ოპოზიციის აქტივისტსა და 1979 წლის შემდეგ მცირე ხნით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ იბრაჰიმ იაზდის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს ირანელი აქტივისტის ადვოკატმა აცნობა. 80 წლის იაზდის, რომელიც აკრძალულ „თავისუფლების მოძრაობას“ ხელმძღვანელობს, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობასა და სიყალბის გავრცელებაში წაუყენეს ბრალი. ასეთი ბრალდება ირანში ხშირად გამოიყენება პოლიტიკური აქტივისტების დასაპატიმრებლად.
XS
SM
MD
LG