Accessibility links

logo-print

ვლადისლავ სურკოვი პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნა


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა კრემლის ერთ-ერთი გავლენიანი მაღალჩინოსანი, პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დანიშნა ქვეყნის მოდერნიზების დარგში. ვლადისლავ სურკოვი, რომელიც კრემლის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ მუშაობდა, რუსეთის მკაცრად ცენტრალიზებული პოლიტიკურ სისტემის ერთ-ერთ არქიტექტორად ითვლება. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას დმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ სურკოვი მთავრობაში ეკონომიკის მოდერნიზაციის პროექტების შემუშავებაზე იქნება პასუხისმგებელი. ვლადისლავ სურკოვი, რომელმაც კრემლის ადმინისტრაციაში მუშაობა პრეზიდენტ ბორის ელცინის დროს დაიწყო, ლიბერალურ წრეებში სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნით არის ცნობილი.
XS
SM
MD
LG