Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი განახლდა


თითქმის სამთვიანი შესვენების შემდეგ, კაიროს სასამართლოში განახლდა ეგვიპტის დამხობილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი. ამჯერადაც მუბარაქი სასამართლო დარბაზში საკაცით შეიყვანეს. ეგვიპტის ყოფილ დიქტატორს წინასწარი გამოძიებით ბრალი 850 დემონსტრანტის დახოცვაში ედება. საბრალდებო სკამზე მუბარაქთან ერთად იმყოფებიან მისი შვილები, ალაა და გამალი, ასევე ეგვიპტის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ჰაბიბ ალ ადლი და უშიშროების სამსახურის ექვსი ყოფილი ხელმძღვანელი. 83 წლის ჰოსნი მუბარაქი გულის შეტევით სამხედრო ჰოსპიტალში ბადრაგის ქვეშ იმყოფება.
XS
SM
MD
LG